ნიგერიაში, საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, არჩევნები გადადო

ნიგერიის ხელისუფლებამ, ხმის მიცემის დაწყებამდე ზუსტად რამდენიმე საათით ადრე, განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი, ქვეყნის ოპოზიციას მისცა საბაბი, რომ ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ძალაუფლების უზურპაციაში დაედანაშაულებინა.

ნიგერიის საარჩევნო კომისიამ კი განაცხადა, რომ თარიღის გადაწევა ტექნიკურმა ფაქტორებმა გამოიწვია. კომისია აგრეთვე უარყოფს რაიმე პოლიტიკური ზეწოლის ვერსიას. კომისია აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება.

ნიგერიის ამჟამინდელი პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი, რომელიც ძალაუფლებაში 2015 წლიდან არის, ცდილობს, მორე ვადით იქნას არჩეული. მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის ბიზნესმენი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ატიკუ აბუბაქარი. მთლიანობაში, საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატია დარეგისტრირებული.

ნიგერია აფრიკის ყველზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა (198 მილიონი ადამიანი). იგი აგრეთვე კონტინენტზე ლიდერია ნავთობის მოპოვების კუთხით. ქვეყანაში, ამჟამინდელი უმუშევრობის მაჩვენებელი კი 23%-ს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად