ნიგერიაში, ორ ტერორისტულ თავდასხმას მინიმუმ 40 მოქალაქე და 20 სამხედრო ემსხვერპლა

ისლამისტების ორი თავდასხმის შედეგად მინიმუმ 40 მშვიდობიანი მოქალაქე და 20 სამხედრო პერსონალი დაიღუპა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბორნოში. ამის შესახებ იტყობინება Reuters იუწყება.

წყაროების თანახმად, თავდასხმები მოხდა მონგუნოსა და ნგანზაის ადგილობრივ მმართველობებში.

France-Presse კი იუწყება, რომ ბორნოს შტატის გუბიოს რეგიონში 69 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა “დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფოს” (ISWAP) და “ისლამური სახელმწიფოს” (IS) ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს. ISWAP შეიქმნა 2015 წელს იმ დანაყოფების მიერ, რომლებიც ნიგერიაში, 2002 წელს წარმოქმნილ ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფება “ბოკო ჰარამს” გამოეყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად