ნიგერიაში მომხდარ ავარიას მინიმუმ 11 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ავტობუსის ავარიის შედეგად.

”24 სექტემბერს დიდი სიჩქარით მოძრავი ავტობუსი გადმოვიდა გზიდან და გადაბრუნდა”, – თქვა ერთ-ერთმა მაშველმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდა. 11 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმავე დღეს, ნიგერიის მეგაპოლისის – ლაგოსის გარეუბანში, მაგისტრალზე გაზის მანქანა აფეთქდა. 30 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქების ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მომიჯნავე მანქანებსა და ახლომდებარე სახლებზეც გავრცელდა. შედეგად, დაიწვა 15 მანქანა და 23 შენობა.

ოთხშაბათს, დაახლოებით 30 ადამიანი გარდაიცვალა ცენტრალურ ნიგერიაში საწვავის სატვირთო მანქანის ავარიის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტანკერი შეეცადა თავიდან აეცილებინა მოტოციკლეტთან შეჯახება და გადატრიალდა. ავზიდან დაღვრილ საწვავს კი ცეცხლი წაეკიდა, ხანძარმა ახლომახლო ათზე მეტი მანქანა მოიცვა, მათ შორის მიკროავტობუსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად