ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში გაზის მანქანის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ The Nation წერს.

“გაზის მანქანა ქალაქ აგბორის ბენზინგასამართ სადგურზე, გამანაწილებელ შლანგში გაჟონვის გამო აფეთქდა”, – განაცხადა მოვლენების თვითმხილველმა, ენტონი უოკერმა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სადგურთან ახლოს 30-ზე მეტი სახლი დაზიანდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ადამიანების უმეტესობა დაიღუპა საკუთარ სახლებში. 17 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ყველა მათგანს ძლიერი დამწვრობა აქვს.

ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს ბენზინგასამართი სადგურის პერსონალის დაკითხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად