ნიგერიაში, ბანკის ძარცვისას შვიდი ადამიანი მოკლეს

ნიგერიის შტატ ონდოში ბანკის ძარცვისას, დამნაშავეებმა შვიდი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ბანკის თანამშრომლები, სტუმრები და ერთი პოლიციელი. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი იტყობინება.

“შეიარაღებული დამნაშავეები ბანკში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბანკის თანამშრომლები, სტუმრები და ერთი პოლიციელი”, – წერს გამოცემა.

პოლიციელების მისვლამდე მძარცველები გაიქცნენ. მათ დიდი ოდენობის თანხა მოიპარეს, რომლის ოდენობაც არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ მძარცველებს თან ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...