ნიგერიაში, ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეში ავტობუსის გადავარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

”მყვინთავებმა მოახერხეს ავტობუსის პოვნა და ის ამწის გამოყენებით ამოიღეს მდინარის ფსკერიდან,” – თქვა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა. ”სალონში 14 დაღუპული იყო, კიდევ 13 არის დაკარგული.”

ავტობუსი, რომელშიც 32 ადამიანი იმყოფებოდა, 18 სექტემბერს ებონიის შტატში გზიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა. მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა მოახერხეს ავტობუსიდან გადმოსვლა, სანამ ის მთლიანად ჩაიძირებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად