ნიგერიაში ავტოავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ნიგერიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ავრცელებს The Nation Newspaper.

ნიგერიის საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, ავარიაში მოყვა ჩვეულებრივი ავტობუსი და კიდევ ოთხი მანქანა. ბევრმა მგზავრმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უბედური შემთხვევა მოხდა სოფელ ჯარ მარმარას რაიონში, კადუნას შტატში.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და სხვა ოთხ მანქანას შეეჯახა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად