ნიგერიაში, აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში, საწვავით სავსე სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტოს წყარო დაშავებულთა რიცხვს არ აკონკრეტებს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Daily Post- ი აღნიშნავს, საწვავით სავსე სატვირთო 1 ივლისს გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაახლოებით 26 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
23 ივნისს, ნიგერიის სამხრეთით აფეთქება მოხდა. პოლიციისა და ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად