ნიდერლანდებში იპოთეკური სესხის აღება გართულდა – ბანკები მსურველებისგან კორონაკითხვარის შევსებას ითხოვენ

ნიდერლანდების პრესა იპოთეკური სესხის აღების პროცედურის გართულებაზე და ბანკების მხრიდან სესხის გაცემაზე უარის თქმის გახშირებულ შემთხვევებზე წერს.

პრესის ინფორმაციით, იპოთეკური სესხის აღების მსურველისთვის უკვე აღარაა საკმარისი დასაქმების უვადო კონტრაქტის დამადასტურებელი ცნობა. ყველა კრედიტორს შემუშავებული აქვს კორონაკითხვარის საკუთარი ვერსია, რომლის შევსება და ხშირ შემთხვევაში, შევსებული კითხვარის დადასტურებაც, სავალდებულოა იპოთეკური სესხის აღების მსურველთათვის.
 
პრესა აღნიშნავს, რომ კულტურულ სექტორში, ტურიზმის დარგში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებულ კომპანიებში და სხვა მსგავს კორონასაშიშ დარგებში მომუშავეებზე სესხები წინანდელთან შედარებით უფრო ნაკლები მოცულობით გაიცემა და ბინის შეძენისთვის სესხზე სახსრების დამატებაა საჭირო.
 
სესხის აღების მსურველებს უწევთა პასუხი გასცენ ასეთი ტიპის კითხვებზე: არის მოსალოდნელი, რომ კორონავირუსმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენ შემოსავალზე მომდევნო წელს? და თუ ეს ასეა, კონკრეტულად რის გამო მოხდება ეს, აღარ გექნებათ ზეგანაკვეთური სამუშაო, დასაქმებული იქნებით პერიოდულად თუ შეგიმცირდებათ სამუშაო საათები?
 
კითხვარი სრულად შევსების შემდეგ თითოეული კრედიტორი საკუთრივ მის მიერ შემუშავებული მეთოდის გამოყენებით გასაზღვრავს, გასცეს სესხი, თუ უარი განაცხადოს მის გაცემაზე. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უარის შემთხვევები კორონაკრიზისამდელ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ და მეტად არის გახშირებული.
 
თუ ადრე იპოთეკური სესხი მსურველთა მხოლოდ 4%-ის განცხადება არ კმაყოფილდებოდა მიმართვისთანავე და მსესხებლის მონაცემების და სესხის პირობების დაზუსტების შემდეგ დაუკმაყოფილებელი განცხადებების მხოლოდ 1,5-2% რჩებოდა, ახლა 10%-მდე მსურველის განცხადება არ კმაყოფილდება და შემდეგ, განხილვების და დამატებითი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დაუკმაყოფილებელ განცხადებათა რაოდენობა 4%-მდე ჩამოდის, – აცხადებენ სპეციალისტები ნიდერლანდურ მედიასთან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად