ნიდერლანდებში გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ბუნებით დაინტერესდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. ამჯერად, რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუტებით ნიდერლანდებში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დაინტერესდნენ. ვიზიტორების უმრავლესობამ, რომელთა შორის ბევრნი იყვნენ საქართველოში მოგზაურობის მსურველები, აქცენტი ბუნებასა და კულტურაზე გააკეთეს.

უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას წელს 100, 797 ვიზიტორი სტუმრობდა. მასში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მონაწილეობა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მიიღო.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას. მათ შორის 11 გამოფენაზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იქნება წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს განახლებულ სარეკლამო-საპრომოციო მასალებს, ღვინისა და ქართული ტკბილეულის დაგემოვნებას შესთავაზებენ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად