ნიდერლანდებში აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ნარკობარონი დააკავეს

ნიდერლანდებში დააკავეს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ნარკობარონი ცე ჩი ლოპა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია მეტსახელით “ელ ჩაპო აზიიდან”. იგი ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ოფიცრების დახმარებით დააკავეს.

ჩინური წარმოშობის და კანადის მოქალაქე, მსოფლიოში მეტამფეტამინის ერთ-ერთ უდიდეს მოვაჭრედ ითვლება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის, “სემ გორის” სახელით, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ავსტრალიაში შედის ნარკოტიკების 70%.

წლის განმავლობაში, არალეგალურმა ბიზნესმა ჩი ლოპას, სხვადასხვა შეფასებით, 10-დან 23 მილიარდ დოლარამდე მოუტანა.

ჩი ლოპას ძებნა 20 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების, ჩინეთის, იაპონიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიმდინარეობდა, მას აგრეთვე ორი წლის განმავლობაში ინტერპოლიც ეძებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად