ნიდერლანდებში, 17 წლის გოგო, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ევთანაზიით გარდაიცვალა

ნიდერლანდებში, მოზარდი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ორმა მამაკაცმა გააუპატიურა, ლეგალური ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა.

ნოა პოტჰოვენმა გასულ ვკრიას თავის სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მომავალი 10 დღის განმავლობაში იგი ცოცხალი აღარ იქნება.

17 წლის მოზარდი საუბრობს სექსუალური ძალადობის, დეპრესიისა და ანორექსიის შესახებ თავის ბიოგრაფიულ წიგნში “გამარჯვება ან სწავლა”.

თავის წიგნში იგი წერს, რომ პირველად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 11 წლის ასაკში გახდა, ხოლო როდესაც 14 წლის გახდა, იგი ორმა მამაკაცმა გააუპატიურა. მან მომხდარის შესახებ მშობლებს არ აცნობა, რადგან, როგორც თვითონ წერს, რცხვენოდა.

თავის ბოლო პოსტში Instagram-ზე, გოგონა წერს, რომ მან შეწყვიტა საჭმლისა და სასმლის მიღება და რომ მისი ტანჯვა გაუსაძლისი გახდა.

ნოა წერს, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და რომ უკვე დიდი ხანია, რაც თავს ცოცხლად არ მიიჩნევს.  “მე ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცხოვრობ”, – წერს იგი.

Dutch Regional Euthanasia Review Committees’-ის მონაცემების მიხედვით, ნიდერლანდებში, 2017 წელს, 6,585 ადამიანი გარდაიცვალა ევთანაზიით. მათ უმეტესობას კი განუკურნებელი სიმსივნე ჰქონდათ.

ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და ბელგია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყნებია, სადაც ნებაყოფლობითი ევთანაზია კანონით დაშვებულია.

შვეიცარიაში კი დაშვებულია ექიმის დახმარებით თვითმკვლელობა, სადაც ამ მომსახურების მისაღებად უცხოელებიც კი ჩადიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად