ნიდერლანდებში 1542 კოვიდინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზირებული მხოლოდ 15 პაციენტია

ნიდერლანდური საიტი allecijfers. nl განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში 1542 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც 13-ით მეტია გუშინ დამყარებულ ანტირეკორდზე.
 
სულ, ნიდერლანდებში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან 86 320-ჯერ დაფიქსირდა კოვიდინფიცირება. ამ მაჩვენებლით 17 მლნ მოსახლეობიანმა ნიდერლანდებმა დღეს 1,4 მლრ მოსახლეობიან ჩინეთს გადაასწრო და მსოფლიოში მე-40 ადგილზეა.
განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც წინა 24 საათში
 
სულ, კოპრონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ გარდაცვლილია 6 260 კაცი.
 
საიტ allecijfers. nl-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად განვლილ ორ დღეში კოვიდინფიცირებული 2921-დან ჰოსპიტალიზირებულია 39, ხოლო ბოლო ორ კვირაში კოვიდინფიცირებული 14 457-დან კი 142 კაცი.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ნიდერლანდებში 84.3-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.15-ის ტოლია.
 
კოვიდინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობა ევროპის მილიონზე მეტ მაცხოვრებლიან ქვეყნებიდან ნიდერლანდებთან შედარებით უფრო მაღალია ესპანეთში, საფრანგეთში, მოლდოვაში, ჩეხეთში და უნგრეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად