ნიდერლანდები კორონავრიუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ნიდერლანდებმა დაიწყო პანდემიის მეორე ტალღის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, შესაბამისი შეტყობინება მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა.

19 ნოემბრიდან დასაშვებია კულტურის სფეროში ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების გახსნა – ბიბლიოთეკები, თეატრები, კონცერტები, მუზეუმები, მუსიკალური სკოლები.

შენობაში, ვიზიტორებს შორის საჭიროა 1.5 მეტრის სოციალური დისტანციის შენარჩუნება. თეატრებში ან კინოთეატრებში ერთი ოჯახის წევრებს შეუძლიათ გვერდიგვერდ ისხდნენ.

მოქალაქეებს ასევე საშუალება ექნებათ დღეში სამამდე სტუმარს გაუმასპინძლდნენ სახლში, 12 წლამდე ბავშვების გამოკლებით.

რესტორნები და კაფეები კვლავ დაკეტილი რჩება.

მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსული ინფექციების რაოდენობა მცირდება. ამასთან, აღნიშნულია, რომ აუცილებელია ადამიანების კონტაქტისა და გადაადგილების შეზღუდვა.

გასული კვირის განმავლობაში, COVID-19 გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ნიდერლანდებში შემცირდა, ვიდრე ეს იყო ერთი კვირით ადრე. ამჟამად ქვეყნის 20 რეგიონიდან ყველაზე მაღალი “მძიმე” საფრთხის დონეა – ხუთში. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 450 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 8.6 ათასზე მეტი კი – გარდაიცვალა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ნიდერლანდებმა გაამკაცრა ვირუსის გამო მიღებული ზომები, კერძოდ, შეიზღუდა სტუმრების რაოდენობა, რომელთა მიღებაც შესაძლებელია სახლში, მოქალაქეებს გაეცათ სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია, დაიხურა კვების ობიექტები და შეიზღუდა ყავის მაღაზიების მუშაობა.

ნოემბრის დასაწყისში, ხელისუფლებამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ორი კვირის ვადით, რაც იმით ახსნა, რომ სიტუაციამ კი დაიწყო გამოსწორება, მაგრამ არასაკმარისი ტემპით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად