ნიაღვარმა საგარეჯოსკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე პრობლემები შექმნა (ვიდეო)

უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა მცირე ხნით პრობლემები შექმნა საგარეჯოსკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე. ასევე დაიტბორა ერთ-ერთი კვების ობიექტი.

"ძლიერი წვიმის შედეგად ხიდი ნაშალი მასალითა და ხეებით ამოივსო, წყლის გატარება ვეღარ შეძლო და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და წყლის ამოტუმბვა უმოკლეს დროში მოხდება", – განუცხადა "აიპრესს" საგარეჯოს გამგებელმა, გიორგი გზირიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად