New York Post: ბორის ჯონსონი გაცოფებულია ჩინეთს მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ხელისუფლება გაცოფებულია პეკინის საქციელით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩინეთის თქმით, ვირუსი შესაძლოა, ვუჰანში ამერიკელმა ჯარებმა შეიტანეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, როდესაც პანდემია დასრულდება, აუცილებლად გაირკვევა აღნიშნული საკითხი.

“მიმდინარეობს ამაზრზენი სადეზინფორმაციო კამპანია, რაც სრულად მიუღებელია. ჩიენთის ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ შეცდომა დაუშვა და იმის ნაცვლად, რომ ეს აღიაროს, სიცრუეს ავრცელებს”, – ციტირებს Sunday Mail-ი წყაროზე დაყრდნობით.

როგორც Ney York Post-ი წერს, ამ თვის დასაწყისში ჩინეთმა დაიწყო უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიის მტკიცება, რომ  თითქოს აშშ-ის სამხედროებმა, ვირუსი, ვუჰანში გასულ ოქტომბერს ჩაიტანეს, მაშინ, როდესაც მსოფლიო სამხედრო თამაშებს ესწრებოდნენ.

ვუჰანში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი დეკემბერში გამოვლინდა.

ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ მეცნიერები ბორის ჯონსონს ეუბნებიან, რომ მათი მოსაზრებით, პეკინი ციფრებსაც აყალბებს და სინამდვილეში, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები 15-40-ჯერ მაღალია.

მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი მაიკლ გოვი აცხადებს, რო ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შესახებ ანგარიში ბუნდოვანია.

“საქმე ის არის, რომ ჩინეთში ვირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მაგრამ ჩინეთიდან წამოსული ანგარიში ვირუსის ბუნების, ინფექციურობის დონის შესახებ, ბუნდოვანი იყო”, – აცხადებს იგი.

როგორც გაზეთი წერს, ბორის ჯონსონი და მისი ხელისუფლება იმდენად გაღიზიანებულია ჩინეთის დეზინფორმაციული კამპანიის გამო, რომ ჩაშალა შეთანხმება ჩინურ კომპანია “ჰუავეისთან” დიდ ბრიტანეთში 5G ქსელის შემუშავების შესახებ.

“ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კომპანიებს, ისეთს, როგორიც არის “ჰუავეი”, იყვნენ არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის, არამედ ჩვენი ინფრასტრუქტურის გადამწყვეტი ნაწილი. ეს სასწრაფოდ უნდა განვიხილოთ, ისევე როგორც ნებისმიერი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩინეთს ეყრდნობა”, – ციტირებს Sunady Mail-ი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად