ნეპალში, მეწყერის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა მეწყერის შედეგად, რომელიც ძლიერი წვიმების გამო, დასავლეთ ნეპალში ხდება. კიდევ ერთი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.

“სამი ცხედარი აღმოაჩინეს შაბათს, მას შემდეგ, რაც მეწყერმა ორი სახლი გაანადგურა, დანარჩენები კი კვირას იპოვნეს”, – ნათქვამია პოლიციის ადგილობრივი განყოფილების უფროსის მოადგილის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ მეწყერის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსები მთლიანად განადგურდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიცია, შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, აწარმოებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს, რადგან ნანგრევებს შორის შესაძლოა კიდევ იყვნენ ადამიანები. ადგილობრივი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ წვიმები შეჩერებულია და ამიტომ, წესით, ოპერაციებს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად