ნეპალში დარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაციაზე უკრაინა იზრუნებს

6 მაისს უკრაინის მიერ კატმანდუში გაგზავნილი თვითმფრინავი ИЛ-76, 5 ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს. უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეების ეევაკუაცია 15.00 საათზე უნდა განხორციელდეს. 

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნეპალიდან უკრაინის მოქალაქეების გადაუდებელი ევაკუაციის შესახებ განკარგულება 28 აპრილს გასცა. მაშინ, თვითფრინავი ავარიულად დაეშვა ინდოეთში. თვითმფრინავის შეკეთების შემდეგ, თვითმფრინავი კატმანდუს აეროპორტში დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს აზერბაიჯანმა ნეპალიდან საქართველოს 4 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა ნეპალის ტერიტორიაზე კიდევ სხვა საქართველოს მოქალაქეები.

7.9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან, კატმანდუდან 82 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 200 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...