ნეოლითური არტეფაქტების კოლექცია – ურთელი 87 წლის ლუდუკი ქირიას აღმოჩენა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთას ადმინისტრაციული ერთეულში მცხორებმა 87 წლის ლუდუკი ქიქიამ, საკარმიდამო ნაკვეთში, მიწის სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს, სხვადასხვა სახის ცალკეული ნივთები აღმოაჩინა. აღმოჩენილი არტეფაქტები ზედაპირულად შეგროვებული, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მეტყველი ნეოლითური არტეფაქტების კოლექციაა და ის კაჟისა და რიყის ქვისაგან დამზადებული იარაღებისგან შედგება.


„ზუსტად არაფერი ვიცი. ბაბუაჩემი მიყვებოდა რომ ამ ადგილას საუკუნეების წინ იყო სასაფლაო, მუდვივად რაღაცეებს ვპოულობდი თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ბოლო დროს როცა მიწას ვამუსავებდი არაერთი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვები ვიპოვე, თან ყველა ქვა შეიძლება ითქვას კარგად დამუშავებულია. თავი და გვერდები წაწვეტებულია და დანის პირის ფორმა აქვს. შემდეგ ავდექი და მერის წარმომადგენელს ვუთხარი,“-აცხადებს ქირია.

არტეფაქტების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ისტორიკოსი ლაშა ჯიქია და ამბობს რომ მასალის ტიპოლოგიური ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ ურთის ნამოსახლარი მიეკუთვნება გვიანი ნეოლითის ხანით – ძვ. წ. VII ათასწლეულის ტიპის ძეგლებს და ასევე აღმოჩენილია ამ პერიოდის ძეგლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში 1936 წელს ე. წ. ოდ”იშის ნამოსახლარი’’, რომელიც კავკასიის პირველი ნეოლითური ძეგლია.

„საკმაოდ მრავალფეროვანი შრომის იარაღებია აღმოჩენილი. მასალები დამზადებულია რიყის ქვისგან. ასევე გვაქვს კაჟის ქვისგან დამზადებული იარაღები – ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ კომპლექსურ ძეგლთან გვაქვს საქმე და ეს არის ოდიშის ტიპის ძეგლები. ეს ყველაფერი კი ადასტურებს ნეოლოთის ხანაში მოსახლეობის განვრცობას და ფართო სამეურნეო საქმიანობას,“-აღმიშნა ოსტორიკოსმა ლაშა ჯიქიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ინოვაციური პროექტი – ,,აღმოაჩინე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შენს სოფელში” რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა აცხადებს, პროექტის მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მანამდე უცნობი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა და სახელმწიფო დაცვის ქოლგის ქვეშ მოქცევაა. როგორც ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა აცხადებს.

„პროექტის ფარგლებში აღმოჩენილია ათეულზე მეტი, მანამდე უცნობი, მეტად საინტერესო მნიშვნელობის მქონე ობიექტი, რომელსაც უკვე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. რაც შეეხება ურთაში აღმოჩენილ ნივთებს, მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე საქმის კურსშია და არტეფაქტებს უახლოეს მომავალში ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის,”-განაცხადა კაკავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...