“ნენსკრა ჰიდროს” თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჭუბერსა და ნაკრის ხეობაში კონსულტაციები მიმდინარეობს

“ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, მიზნად ისახავს ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ელექტროსადგურების მშენებლობასთან ერთად ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვთარებას.
“ნენსკრა ჰიდრომ” მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, აქტიურად დაიწყო ამ განხრით მუშაობა, რისი მაგალითიც კოოპერატივების სააგენტოსთან თანამშრომლობაა.

ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება “ნენსკრა ჰიდროს” პროექტის ე.წ “თემის განვითარების პროგრამის” ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა.

კომპანია “ნენსკრა ჰიდროს” თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში კონსულტაციები მიმდინარეობს. . სოფელ ნაკრას მკვიდრი მურზა გვარმიანი პროექტის მხარდაჭერით თევზსაშენი მეურნეობის გაფართოებას გეგმავს.

“ახლა აქ რასაც ხედავთ ეს აუზი ჯერ ძალიან პატარაა. 4-მა დავიწყეთ კობრის მოშენება და ახლა გაფართოება გვინდა. აუზებიც უნდა დავამატოთ, რომ სხვადასხვა ჯიშის თევზი მოვაშენოთ.

აუზის გაფართოების გარდა დისტრიბუციაშიც გვჭირდება დახმარება. მოთხოვნა მესტიაშიც ძალიან დიდია და ზუგდიდშიც, მაგრამ სპეციალური მანქანაა საჭირო, რომ თევზი ცოცხლად ჩავიყვანოთ.”,-განაცხადა ადგილობრივმა მურზა გვარმიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად