“ნენსკრა ჰიდრო” ჭუბერში წყალდიდობისას დაზიანებული გზის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დაასრულებს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად ადგილზე 20-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუდვილდება, სამშენებლო კომპანია კი კაშხლის სამშენებლო ტერიატორიაზე მიიღებს წვდომას.

მოსამზადაბელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...