“ნენსკრა ჰიდრო” მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ პროგრამას იწყებს

“ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა მიზნად ისახავს ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ელექტროსადგურების მშენებლობასთან ერთად ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვთარებას.
“ნენსკა ჰიდრო” გარდა იმისა, რომ ჰესს აშენებს, დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ საკითხებს ჭუბერში და ნაკრაში,მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

“ნენსკრა ჰიდრომ” მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით,წელს აქტიურად დაიწყო ამ განხრით მუშაობა, რისი მაგალითიც კოოპერატივების სააგენტოსთან თანამშრომლობაა.”აიპრესსის” ჟურნალისტი ადგილზე იმყოფებოდა და დეტალურად გაეცნო კომპანიის იმ პროექტებს, რომელიც რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

ჭუბერსა და ნაკრაში ამჟამინდელი მონაცემებით 1300-მდე ადგილობრივი ცხოვრობს. მოსახლეობის 32% სოციალურად დაუცველია და სხვადასხვა ტიპის შემწეობას იღებს. სამწუხაროდ, არც ჭუბერში და არც ნაკრაში ამჟამად არ არსებობს არც ერთი სასოფლო-სამეურნეო ან სხვა ტიპის კოოპერატივი.

სწორედ ამიტომ, ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება “ნენსკრა ჰიდროს” პროექტის ე.წ “თემის განვითარების პროგრამის” ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა.

თავის მხრივ,”თემის განვითარების პროგრამა” საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ “აიპრესთან” საუბრისას ჭუბერის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე და კოოპერატივების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

-შეხვედრა მოეწყო ნაკრასა და ნენსკრას ხეობის მოსახლეობასთან. ადგილობრივებს გავაცანით სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა. აღსანიშნავია,რომ შეხვედრაზე მოსახლეობისგან გამოიკვეთა ჯგუფები,რომლებმაც გამოხატეს სურვილი,შექმნან სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები, როგორც მეფუტკრეობის, ასევე მესაქონლეობის განვითარების თვალსაზრისით.ადგილობრივებს აქვთ პოტენციალი,შეიქმნან ერთი კოოპერაციული რძის გადამამუშავებელი საწარმო,რომლის გაბრენდივს შემდეგ მოხდება ამ პროდუქტის რეალიზება,რაც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს.

ადგილობრივმა,გიორგი მეკოშკიშვილმა,”აიპრესსთან” საუბრისას იმ რესურსებზე გაამახვილა ყურადღება ,რასაც „ნენსკრა ჰიდრო“ და კოოპერატივების საგენოტო თავაზობს მოსახლეობას. კერძოდ, ეს არის ფინანსების მოძიება, შუამდგომლობა ბანკებთან, რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარება.

-კოოპერატივების მნიშვნელობის გაცნობა არამხოლოდ კონკრეტული სოფლისთვის,არამედ კონკრეტული ჯგუფისთვის არის საჭირო.ადგილობრივები დაინტერსებულნი ვართ იმ ხელშეწყობთ და რესურსებით, რასაც სახელმწიფო და კოოპერატივების სააგენტო გვთავაზობს.ტრენინგები საკმაოდ ნაყოფიერად მიმდინარეობს,ის პროგრამები, რაც შემოგვთავაზეს ხელს უწყობს რეგიონის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.
მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გვთავაზობენ დახმარებას,რომელიც მოიცავს კოორპორატივების უზრუნველყოფას შესაბამისი ინვენტარებით. ასევე საუბარია გრანტების გამოყოფაზე. ამჟამად რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მცენარეების მოყვანა და დამუშავება.იმედია შეიქმნებაა კოოპერატივი, რომელიც სწორედ კულტურული მცენარებს გადაამუშავებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა”აიპრესსთან” ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა,რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაინტერესებას და ცნობიერების ამაღლებას.

-მეფუტკრეობის, საკალმახე მეურნეობის,მესაქონლეობის განვითარების პოტენციალი ჭუბერში ძალიან ძალიან დიდია.ასევე შესაძლებელია მოცვის მეურნეობის განვითარება,ყველაფერ ამას საზოგადოების დაინტერესება და ინფორმაციის სწორი კუთხით მიწოდება სჭირდება. ადგილობრივებმა სასურველია იცოდნენ, თუ როგორ უნდა მართონ და ჩამოაყალიბონ კოოპერატივი.საზოგადოებას სჭირდება ტრენინგები,რომელიც სწორედ ნენსკრა ჰიდროს“ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

“ნენსკრა ჰიდრო” ჰესის მშენებლობის პარალელურად, ამჟამადაც აქტიურად განაგრძობს ჭუბერსა და ნაკრაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება კვლავ, კომპანიის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ნენსკრა ჰიდრო“ საშუალებას აძლევს ადგილობრივებს, საკუთარი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციონ. ამისთვის კომპანია უზრუნველყოფს ფინანსების მოძიებას,ბანკებთან შუამდგომლობას და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას.

საინფორმაციო სააგნეტო “აიპრესსი” კი “ნენსკრა ჰიდროს” მიერ რეგიონის მდგარდი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად