ნენსი პელოსი: დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ აქტუალურია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, თუმცა საკითხი დამატებით დასაბუთებას მოითხოვს. ამის შესახებ CNN- ი იუწყება.

“იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა”, – აღნიშნავს პელოსი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებას ეწინააღმდეგება.

ნენსი პელოსმა ამ ეტაპზე იმპიჩმენტის პროცესის ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა იმის გამო, რომ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტია მის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...