ნენსი პელოსი: დონალდ ტრამპი ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენს, იგი უნდა გადააყენონ

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავეა “შეიარაღებული ამბოხების” გამო, ის ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენს, იგი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ. ასეთი განცხადება გააკეთა სპიკერმა ნენსი პელოსიმ (დემოკრატმა, კალიფორნიის შტატიდან) აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გამართულ შეხვედრაზე.

“ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა გამოიწვია ეს ბუნტი, ეს შეიარაღებული აჯანყება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ის უნდა წავიდეს. ის აშკარა და გადაუდებელ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, რომელიც ყველას გვიყვარს. პრეზიდენტი უნდა გაასამართლონ. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს. ეს კონსტიტუციური საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გადარჩენას იმ ადამიანისგან, ვინც გადაწყვიტა, გაანადგუროს ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია”, – თქვა პელოსიმ.

თავის მხრივ, პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ადამ შიფმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო წინა წარუმატებელი იმპიჩმენტის კამპანიის დროს 2019-20 წლებში, განაცხადა, რომ იგი რესპუბლიკელების ამჟამინდელ ქმედებებს, ბოლო 100 წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატიის ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

“ეს იყო ყველაზე საშიში მომენტი ჩვენი დემოკრატიისთვის გასული საუკუნის განმავლობაში. დღეს ჩვენ გამოვიყენებთ იმ საშუალებებს, რაც აშშ-ს პოლიტიკური სისტემის დამფუძნებლებმა სწორედ ასეთი კანონის დარღვევისთვის შექმნეს – ეს არის იმპიჩმენტი”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, 13 იანვარს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად