ნემცოვის მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ანალიზი გამოქვეყნდა (ვიდეო)

რუსეთში, ბლოგერებმა ბორის ნემცოვის მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ანალიზი გამოაქვეყნეს. 

"ჩანაწერში დაფიქსირებულია ნემცოვის ვარდნის მომენტი, რომელიც სრულად არ ჩანს. მკვლელი ნემცოვს 50 მეტრის მოშორებით მოყვებოდა. ამავე დროს გამოჩნდა თოვლმწმენდი მანქანა, რომელსაც მკვლელი ამოეფარა და გაყვა… მძღოლს შესაძლოა ეს არ შეემჩნია ხმაურის გამო. როდესაც ის წყვილს მიუახლოვდა, მანქანის ბორტიდან მან განახორციელა გასროლები. სხვა ადამიანებს, რომლებიც შემდგომ კადრებში ჩნდებიან, კავშირი მკვლელობასთან არ აქვთ, ისინი ჩვეულებრივი მაყურებლები არიან",-წერს ვიდეჩანაწერის ანალიზის ავტორი Lex Talionis-ი.

აღსანიშნავია, რომ გამოძიებას აღნიშნული ჩანაწერის გარდა, სხვა მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლოზე, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ხუთივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას გეგმავს.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საათზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. 55 წლის პოლიტიკოსი მოძრაობა "სოლიდარობის" და პარტია "პარნასის" ლიდერი იყო. ცნობილია, რომ ბორის ნემცოვი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ ოპოზიციურ აქციაში, "გაზაფხულის მარშში" აპირებდა მონაწილეობის მიღებას. ნემცოვის ხსოვნის მარში 1 მარტს გაიმართა.

ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად