ნელი დოროყაშვილის უფლებების დამცველები: ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებში არ შევალთ

2020 წლის 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავა.

2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. რის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება.

მოგვიანებით კი თავად ბრალდებულმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს: ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

საქმეში დაზარებულ ნელი დოროყაშვილს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშრებით ოფიცალური განცხადება არ გაუკეთებია.
მის ინტერესებს სასამართლოში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დაიცავს. დღეს #PHR-ის იურისტებმა „ონლაინ“ პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

ანა აბაშიძე: „ამ ეტაპისთვის მედიაში არაერთი სკითხი გაჟღერდა. უმეტესი მათგანი უსაფუძვლო. მედიამ გააშუქა, მართალია ცალმხრივი იყო გაშუქება, მაგრამ ამაში ბრალს არავის ვდებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო პატივი გვეცა ქალისთვის და ბავშვის მდგომარეობისთვის. არ გვეჩქარა. მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად საფრთხის შემცველი იქნებოდა და ახლაც ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ბუნებრივი და უმტკივნეულო პროცესი, მაშინ გვესაუბრა ამ საკითხებზე.

ამიტომ, დღეს ვისაუბრებთ რაც რელევანტურია ამ საქმესთან დაკავშირებით. არავის უხარია ის პროცესი რაშიც ჩვენ ვიმყოფებით და ის ბრალდებები ქალის მიმართ, რომელიც საუბრობს მისთვის ყველაზე მტკივნეული გამოცდილების შესახებ, რეალურად საფუძველს მოკლებულია და ტრამვას განმეორებით იწვევს.
ძალიან ფრთხილად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ საქმეშია არასრულწლოვანი. მაგრამ, ჩვენ ვეცდებით არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რაც არის დედის პრიორიტეტი და სწორედ ამის გათვალისწინებით მან თავი შეიკავა პირდაპირ მედიასთან კომუნიკაციით ამ თემაზე ესაუბრა. იმიტომ რომ ის ერთის მხრივ არის დაზარალებული ქალი, მაგრამ, პრაქტიკულად ის ერთადერთი აღმზრდელია შვილის და ამ წუთებშიც მის შვილთან დაკავშირებულ წუხილებზე ზრუნავს.

რაც შეეხება დაზარალებულს, ნელი დოროყაშვილს, გვინდა საზოგადებას გითხრათ ინფორმაცია მის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ არ გადის მედიაში ადეკვატურად და სხვადასხვა სტერეოტიპით არის გაჯერებული ის სიუჟეტები, რომელიც ვნახეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი და მის დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ ის არის უდავოდ წარმატებული ადამიანი, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ.

სრულიად საფუძვლიანი ის პრეტენზიები რომელიც წარდგენილია საგამოძიებო ორგანოში, რელურად ხდება მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით.
ვწუხვართ მაგრამ, თუ მის კარიერას, დღევანდელ მდგომარეობას რამე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, არის საკუთარი თავი.

ქალბატონი ნელი თანაცხოვრების დაახლოებით 8 წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან და ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირი უკავშირდება თანაცხოვრების პერიოდს. რაზეც თავად ნიკოლო ბასილაშვილი საუბრობს სხვადასხვა მედიაში, მისი ყოფილი ცოლის როლს, მის სპორტულ წარმატებაში.
ქალბატონი ნელი, იმისთვის რომ მხარი დაეჭირა მისი მეუღლისთვის, უარს ამბობდა პირად, კარიერულ წარმატებაზე. მან კარიერა დაიწყო საჯარო სამსახურში, წლების წინ. არაერთი პროფესიის მხრიდან ჰქონდა წარმატების შესაძლებლობა და კონკრეტული შემოთავაზებები როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, რომელიც მას როგორც პროფესიულ, ასე მატერიალურ კეთილდღეობას უქადდა. მაგრამ, მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი დახმარებოდა მეუღლეს და ეზრუნა შვილზე“.

ნა თავხელიძე: „ჩვენ შინაარსში და მტკიცებულებაში არ შევალთ. ჩვენ ამ საქმის დეტალებში არ შევალთ პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე არ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს.
ამ სისხლის სამართლის საქმეში საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე, ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბარია განგრძობად, სისტემატიურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროს და ადგილას ხდებოდა, სხვადასხვა ფორმით ძალადობა. რაც დამატებითი გამოძიების საგანია.

ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს ამ მიმართულებით და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს.
ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე, ხაზგასმით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც გადაწყვეტილების დროს დაეყრდნობა სასამართლო. საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, ფოტო და ვიდეო მასალაზე, ასევე ექსპერტიზის შეფასებებზე. მთავარია გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით არაერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო“.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხოდმა 2020 წლის 16 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად