ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: ამ სისხლის სამართლის საქმეში საუბარია არა კონკრეტულზე, არამედ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სისტემურ ძალადობაზე

2020 წლის 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავა

2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. რის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება.

მოგვიანებით კი თავად ბრალდებულმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს: ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

საქმეში დაზარებულ ნელი დოროყაშვილს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშრებით ოფიცალური განცხადება არ გაუკეთებია.
მის ინტერესებს სასამართლოში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დაიცავს. დღეს #PHR-ის იურისტებმა „ონლაინ“ პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

იურისისტი ნა თავხელიძე: „ჩვენ შინაარსში და მტკიცებულებაში არ შევალთ. ჩვენ ამ საქმის დეტალებში არ შევალთ პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე არ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს.
ამ სისხლის სამართლის საქმეში საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე, ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბარია განგრძობად, სისტემატიურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროს და ადგილას ხდებოდა, სხვადასხვა ფორმით ძალადობა. რაც დამატებითი გამოძიების საგანია.

ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს ამ მიმართულებით და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს.
ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე, ხაზგასმით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც გადაწყვეტილების დროს დაეყრდნობა სასამართლო. საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, ფოტო და ვიდეო მასალაზე, ასევე ექსპერტიზის შეფასებებზე. მთავარია გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით არაერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო“.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხოდმა 2020 წლის 16 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად