ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა

გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) – ამ ის შესხაებ ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.

“გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).
▪️ მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
▪️ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.
▪️ აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...