ნეიმარმა “პსჟ”-ს მაისურით პირველივე შეხვედრაში გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში, დედაქალაქური "პსჟ" გასვლაზე "გინგამს" დაუპირისპირდა და ანგარიშით – 0:3 დაამარცხა.

პარიზელთა მაისური პირველად მოირგო ბრაზილიელმა ნეიმარმა, რომლის სანაცვლოდ, ფრანგულმა კლუბმა კატალონიურ "ბარსელონას" რეკორდული თანხა, 222 მილიონი ევრო გადაუხადა. 

სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა ბრაზილიელმა ფორვარდმა. მეორე ტაიმის 62-ე წუთზე, ნეიმარმა საგოლე გადაცემა გაუკეთა კავანის და გუნდელს გაატანინა, ხოლო  82-ე წუთზე, თავად ბრაზილიელმა გაიტანა კავანის პასით.

ორი ტურის შემდეგ, პარიზელებს 6 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად