ნეიმარის ხელფასი “პსჟ”-ში ყოველდღიურად 100 ათას ევროს აჭარბებს

ეს იყო ზაფხულის გარიგება. კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ფორვარდი, ნეიმარი ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა, მის სანაცვლოდ კი პარიზელებმა კატალონიელებს სარეკორდო თანხა, 222 მილიონი ევრო გადაუხადეს.

როგორც გამოცემა Spiegel იტყობინება, არანაკლებ შთამბეჭდავია ხელფასი, რომელსაც ნეიმარი იღებს.

პრესაში გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ბრაზილიელი ყოველდღიურად ფრანგული კლუბისგან ხელფასის სახით 100 ათს ევროზე მეტს იღებს, თვეში კი ეს სამ მილიონზე მეტია. ამასთან, ფეხბურთელს აქვს სპეციალური პრემიები და გადასახადები, რომელთა ოდენობა უცნობია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ნეიმარის ხელფასს აორმაგებს, რომელიც ამ გათვლებით 54 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად