ნეიმარი – სექსუალური მოძალადე თუ ფინანსური შანტაჟის მსხვერპლი (ვიდეო)

ნეიმარი იძულებულია გამოტოვოს კოპა ამერიკა 2019, რომელიც ბრაზილიაში 14 ივნისი – 7 ივლისის პერიოდში ჩატარდება, – ნათქვამის ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ცნობით, ამის მიზეზი ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიის Estádio Nacional Mané Garrincha -ზე ბრაზილია-კატარის ამხანაგურ მატჩში ნეიმარის მიერ მიღებული ტრავმაა. ნეიმარის მიერ ჩატარებულმა მატჩისშემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმვა სერიოზული ხასიათისაა და ფეხბურთელი დასვენებას და მკურნალობას საჭიროებს, – აცხადებს ბრაზილია ფეხბურთის კონფედერაცია.

ბრაზილია-კატარის ამხანაგური მატჩის დროს, რომელიც 2:0 დასრულდა, მაყურებელმა თავად იხილა, რომ ნეიმარმა 21-ე წუთზე დატოვა მოედანი და იგი ევერტონმა შეცვალა. მატჩამდე ნეიმარმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ეს მისთვის უმძიმესი მატჩია. მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანილი გადაყვანილი ნეიმარის მონახულების შემდეგ, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა: “რთული მომენტი უდგას, მაგრამ მე მისი მჯერა”.

ფეხბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ რეალურად, ნეიმარს სწორედ ამ აგორებული სკანდალის გამო ესაჭიროებოდა დასვენება და ტრავმა უფრო საბაბადაა გამოყენებული. სკანდალი კი არც ცხრება და ახალ-ახალი დეტალების სამზეოზე გამოტანის მიუხედავად, კვლავ ბურუსითა მოცული მთავარი კითხვა: ნეიმარმა იძალადა ნაჟილა ტრინდადეზე თუ ამ უკანასკნელმა ყველაფერი ნეიმარისგან ფულის გამოძალვის მიზნით, წინასწარ დაგეგმა.

ბრაზილიის ტელეარხ SBT-ზე ინტერვიუში ბრაზილიელი მოდელი, 26 წლის ნაჟილა ტრინდადე, ნეიმარის მიერ თავის უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით WhatsApp-ით მათ შორის მიმოწერის ჩანაწერის და მოდელის მიერ მისთვის გადაგზავნილი მრავალრიცხოვანი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ აცხადებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნეიმართან მიმოწერა და ის პარიზში თავის სურვილით მას შემდეგ ჩავიდა, რაც ნეიმარმა მას არსებული ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.

ნაჟილა ტრინდადე ამბობს, რომ მისი პარიზში ჩაფრენის და ჰოტელში ცხოვრების ხარჯები ნეიმარს ჰქონდა გაღებული. “მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მოდელი და სტუდენტი ინტერიერის დიზაინის განხრით” და “ახალგაზრდა ქალი და დედა”

მისი თქმით, ის თავიდანვე მზად იყო სექსისთვის, მაგრამ, როდესაც კოცნის და ალერსის შემდეგ ნეიმარმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა პრეზერვატივი, მან მისი შეჩერება სცადა და ვერ შეძლო.

“ის აგრესიული იყო, სრულიად განსხვავდებოდა იმ ბიჭისგან, რომელსაც მე მიმოწერით ვიცნობდი”, – ამბობს ნაჯილა და ამატებს, რომ მოხდა მასზე აგრესია, მისი გაუპატიურება და მას სამართლიანობისთვის სურს ნეიმარის დასჯა და არ ამოძრავებს ფინანსური კომპენსაციის მიღების სურვილი.

ბრაზილიის ტელეარხ Record TV-ს მიერ ნეიმარის და ნაჯილა ტრინდადეს სასტუმრო ოთახში შეხვედრის ამსახველი რამდენიმე ინტიმური კადრი გავრცელდა, ხოლო შემდეგ ქსელში აიტვირთა ვიდეო, რომელზეც, როგორც ნეიმარის მამა ამტკიცებს, კარგად ჩანს, რომ მისი შვილი მოძალადე არაა და მომხდარი წინასწარ არის დაგეგმილი ნაჯილას მიერ.

“არავინ დაწოლილი მდგომარეობაში მყოფი არ ცდილობს სხვას თავს დაესხას. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემ შვილს რამეში ჩემი დაცვა ესაჭიროება. კადრები ნათლად გვიჩვენებენ, რომ წინასწარგანზრახული იყო ყველაფერი. ის (ნაჯილა) ცდილობს (ნეიმარის) პროვოცირებას, სურს, რომ მან უპასუხოს.”

ნეიმარის მამის თქმით ვიდეო ნაჯილას გადაღებულია. მან ნეიმარს უთხრა, რომ გოთახიდან წამით გავიდოდა რათა ტელეფონი დასატენად ჩაერთო, სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, გადაღების რეჟიმი ჩართო.

ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ნეიმარი, რომელიც საწოლზე წამოწვება, მას ნაჯილა უახლოვდება და რამდენიმე წამი მასთან ჩახუტების შემდეგ ნეიმარის ცემას უწყებს. ის ნეიმარს უყვირის, რომ ცემს წინა დღეს მისი მიტოვების და მიყენებული საშინელი ტკივილის მიყენების გამო. ნეიამარი კი ფეხებს სწევს ზემოთ თავდაცვის მიზნით და დარტყმების ამგვარად მოგერიებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...