ნეიმარი: ყველაზე მეტად მესისთან თამაში მინდა, დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ეს უნდა გავაკეთოთ

“პსჟ”-სა და ბრაზილიის ნაკრების ლიდერს ნეიმარს “ბარსელონას” ლიდერთან ლიონელ მესისთან ერთად თამაში სურს. ის იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ამას შეძლებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ კლუბში ითამაშებენ ერთად.

“ყველაზე მეტად მესისთან ერთად თამაში მინდა, რომ სიამოვნება ისევ მივიღო. მას შეუძლია, ჩემს პოზიციაზეც ითამაშოს, ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება. მსურს, მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვითამაშო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში ეს უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ნეიმარმა გუშინდელი თამაშის შემდეგ ESPN-თვის მიცემულ ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “პსჟ” “მანჩესტერ იუნაიტედს” სტუმრობდა. ნეიმარის დუბლის წყალობით პარიზელებმა მასპინძლები დაამარცხეს 1:3. ამ მომენტისთვის “პსჟ”-ს, “მანჩესტერსა” და “ლაიფციგს” 9-9 ქულა აქვთ, ხოლო ბოლო ადგილოსან ბასქსეჰირს 3 ქულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...