ნეაპოლში, წიგნის მაღაზიაში, 43 წლის ქართველი დააკავეს

43 წლის ქართველი წიგნის მაღაზიიიდან გამოსვლისას, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად დააკავეს.

ნეაპოლში, ჩიაჩიას რაიონში, სანტა კატარინას ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზიაში ქურდობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ სახელმწიფო პოლიციის სან-ფერდინანდოს (კვარტალი ნეაპოლში – “აიპრესი”) კომისარიატის აგენტებმა 43 წლის ქართველი, როინ ე-ძე დააკავეს.

როინ ე-ძემ ტელეფონების აკუმულატორების დამტენი რამდენიმე მოწყობილობა მოიპარა და ზურგჩანთაში ჩამალა, შემდეგ კი ხელისკვრით მისი დამბლოკავი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ჩამოშორებას შეეცადა. ქართველი დააპატიმრეს, მოპარული დამტენები კი დააბრუნეს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად