ნეაპოლში, საკარანტინო ზომების წინააღმდეგ გამართული აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე იტალიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნეაპოლში, კორონავირუსის გავრცელების ფონზე შემაკავებელი ზომების შემოღების წინააღმდეგ. მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, როდესაც მათ დაუდგენელი პირები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს რეგიონის მთავრობის შენობას. პოლიციას ცრემლსადენი გაზი უნდა გამოეყენებინა. დაზარალებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

პროტესტი გამოიწვია კამპანიის გუბერნატორის ვინჩენცო დე ლუკას განცხადებებმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელახლა აირჩიეს. აქციის ონაწილეებმა გააპროტესტეს კომენდანტის საათის დაწესება, რომელიც ძალაში შევიდა პარასკევს 23:00 საათზე. მომიტინგეების ლოზუნგებს შორის არის ფრაზა: “ვინც დაგვიხურავს, ის გადაგვიხდის”.

იტალიაში ახლად ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა ჩრდილოეთ ლომბარდიაშია, სადაც გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე გადავა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობა განიხილავს ქვეყნის მასშტაბით 6 საათზე კომენდანტის საათის დაწესებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად