“ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ის ფუნდამენტია, რომელზეც სახელმწიფოებრივობა ვითარდება”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდება. 28 კანდიდატთან შეხვედრა, ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. 

"სასამართლო სისტემის მდგრადობა და სტაბილურობა რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტია. პოლიტიკოსები ბუნებრიავია ყოველთვის დამოკიდებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებზე, ხშირად დამოკიდებულნი ვართ საზოგადოებრივ აზრზე მაგრამ ის რაც ასტაბილურებს ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ რეალურად არის ის ფუნდამენტი რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრივობა.

მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რომელიც პროდუქტიული დისკუსიის საკითხი იყო, კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, იმ მომენტიდან როდესაც თითოეული თქვენთაგანი იქნა დარეგისტრირებული, კითხვა კრიტერიუმებზე უნდა ყოფილიყო მოხსნილი და ის დღეს ჩემი აზრით მოხსნილია" – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანდიდატებთან სიტყვით მიმართვისას.

 

კომენტარები
იტვირთება...