NDI: თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაბინძურებაა

NDI-ს კვლევის მიხედვით თბილისელების 43%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დაბინძურებაა.

კითხვაზე, რა არის კათელიმოწყობასთან ან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი, რომელიც თქვენს ქალაქს აწუხებს,

თბილისელთა 43%-მა გარემოს დაბინძურება დაასახელა. გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გზებს უკავშირდება, 27%-სთვის კი საგზაო მოძრაობაა. გამოკითხულთა 23% ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ საკითხად პარკირებას ასახელებს, ხოლო თბილისელთა 20% სუფთა ქუჩები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი.

რაც შეეხება პარკირებასა და გამწვანებას, აღნიშნულ საკითხს ყველაზე მნიშვნელოვნად გამოკითხულთა 20% ასახელებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი 30%. გამოკითხულთა 17%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი, რომელიც კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურას უკავშირდება უსახლკარო ცხოველებს ეხება, 12 %-სთვის კი აღნიშნული საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობაა. გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თბილისში კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურას უკავშირდება კანალიზაციაა, ხოლო 9%-სთვის კი ნაგვის შეგროვება.

NDI-ის კვლევა 2015 წლის აგვისტოს შედეგებს ეყრდნობა, გამოკითხვა 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, სულ 4448 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3 %-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...