„NDI-ს ეს კვლევაც აჩვენებს, რომ გამოსავალი ახალი არჩევნებია“ – ინტერვიუ ლევან თარხნიშვილთან

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ჩაატარა, რაც არჩევნების შემდეგ პირველი არჩევნებია. კვლევა დამაფიქრებელი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. გამოკითხულთა 55%-თან ახლოს არცერთი პარტიის შეხედულებებია, 31% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს მის შეხედულებებთან ახლოს, ხოლო ჯამში 14%-თან არის ახლო ოპოზიციის შეხედულებები.

საზოგადოების რა გზავნილები დაინახა ოპოზიციამ NDI-ს კვლევაში, – ამ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი საუბრობს:

_ 76% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, 92% ამბობს, რომ არჩევნებზე შემაშინებელი გარემო არ ყოფილა, ხოლო 82%-ის აზრით პარტიებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ეს რა გზავნილია თქვენთვის, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ოპოზიციამ სათანადოდ ვერ იმუშავეთ იმისათვის, რომ სათქმელი მიგეწოდებინათ ხალხისთვის?

_ დავიწყოთ იმ კითხვიდან, რომელიც თანამშრომლობას ეხებოდა. ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან დიდი ხანია თანამშრომლობენ, შესაბამისად ეს გზავნილი შესრულებულია და პრობლემას არ წარმოადგენს. მთავრობასთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ეს არის ორმხრივი გზა და აქ მთავარი კითხვა ჩნდება მთავრობასთან და არა ოპოზიციასთან.

პარლამენტში შესვლა-არშესვლას რაც შეეხება, ნორმალურ პირობებში ჩემთვისაც რომ დაგესვათ კითხვა, უნდა იყოს თუ არა ყველა პარტია წარმოდგენილი პარლამენტში არჩევნების შედეგების მიხედვით, გიპასუხებდით – “კი”. მაგრამ აქ არის ერთი “მაგრამ”, რა ხდებოდა იქამდე და ეს გადაბმულია საარჩევნო შეფასებასთან.

_ ხალხმა – გამოკითხულმა ადამიანებმა არ იციან რა ხდებოდა?

_ ისინი პასუხობენ იმ კითხვას, რომელიც დასვეს. იყო თუ არა დაძაბული გარემო არჩევნების დღეს, ამას რომ შევხედოთ, ყველა საარჩევნო უბანზე არ იყო. მაგრამ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე. ეს მთელი პროცესია. სამწუხაროდ, ეს კითხვა არ დასმულა, როგორ აფასებდა პროცესს და არჩევნების შემდეგ როგორ, ეს კითხვა არ დასმულა, რაც გემოვნების საკითხია, მაგრამ ეს კითხვა არ ასახავს არჩევნების შეფასებას. სამაგიეროდ ჩვენთვის ასახავს ის თუ როგორ შეაფასა მოსახლეობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა და შეაფასა უარყოფითად. როდესაც იმ ორგანოს მუშაობას აფასებ უარყოფითად, რომელმაც არჩევნები ჩაატარა, შეუძლებელია, რომ არჩევნები დადებითად შეაფასო.

პასუხი ლოგიკურია, რომ ყველას უნდა არჩეული პარტიების პარლამენტში მუშაობა უნდა საზოგადოებას, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე არ დასმულა ჩაკითხვები და ა. შ. მაგალითად – გინდათ თუ არა ახალი არჩევნები და ა. შ. ამ ყველაფერზე ბევრად უკეთესად სცემს პასუხებს სხვა კითხვები, რომელიც კვლევაშია მოცემული.

_ კვლევა ჩატარდა არჩევნების შემდეგ და ბუნებრივია რაღაცები იცოდა მოსახლეობამ, მაგრამ თვლით, რომ ვინაიდან დამაზუსტებელი კითხვები არ იყო, ეს მთლიანი კონტექსტის ცოდნის შესაძლებლობას არ იძლევა? 

_ ისინი პასუხობენ იმ კითხვას, რომელიც დასმულია. თქვენ რომ მკითხონ, რომ გინდა თუ არა ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში რას უპასუხებდით?

_ მე არ დავეთანხმებოდი. 

_ იმიტომ, რომ თქვენ გათვითცნობიერებული ადამიანი ხართ. არც მე არ დავეთანხმებოდი, მაგრამ მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი. სურვილი აქვთ მშვიდობა და ერთიანობა. შეფასებით ნაწილს რაც შეეხება – ცესკოს მუშაობა შეფასდა უარყოფითად, ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით, 55%-მდე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ან უარს ამბობს პასუხზე, რაც ასევე შეფასებაა. მთავარ პრობლემად ასახელებს უმუშევრობას, სიღარიბეს, ფასებს და . შ. ეს გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დიდი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი.

ასევე ნახავთ ტოტალურ განსხვავებას “ქართული ოცნების” მომხრეებსა და საქართველოს დანარცენ მოსახლეობას შორის. 31%-ია “ოცნების” მომხრე, 70%-მდე კი მას არ ემხრობა.

_ ოპოზიციის კიდევ უფრო მცირეა… 

_ ვე ვამბობს, რომ 70%-მდე მოსახლეობა, რომელიც ან ოპოზიციის მომხრეა, ან საერთოდ არ ასახელებს პარტიას. ეს ვითარების პრობლემაა, როდესაც რესპონდენტი თავს იკავებს სენსიტიურ საკითხებზე პასუხის გაცემისგან. ესეც არანორმალური ვითარების მაჩვენებელია.

შეჯამების სახით ვიტყვი, რომ კვლევა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და ქვეყანას ამ ვითარებიდან გამოსვლა არ შეუძლია. ის, ვინც არ ემხრობა “ოცნებას”, ფიქრობს სხვანაირად, ვიდრე “ქართული ოცნების” მომხრე. აქედან გამომდინარე ასეთ პარტიას კრიზისიდან გამოსვლა არ შეუძლია. ამიტომ ვამბობთ, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომელიც ფუნდამენტალურად ახალ გარემოში და ახალი ადმინისტრაციის მიერ ჩატარდება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად