NDI:პოლიციის საქმიანობას კარგად 43% აფასებს, უარყოფითად მხოლოდ 19%

დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ
2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მედიას წარუდგინეს.

კითხვაზე, ამ ბარათის მეშვეობით გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით საქართველოს პოლიციის საქმიანობას? გამოკითხულთა 43%  პოლიციის საქმიანობას კარგად აფასებს, საშუალოდ 35%, ცუდად 19 , არ ვიცი 3%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად