NDI: მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს

NDI-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს.

გამოკითხვის მიხედვით, 19 პროცენტი ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 13 პროცენტი – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 7 პროცენტი – “ევროპულ საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს”, 6 პროცენტი – “ლეიბორისტულ პარტიას”, 5 პროცენტი – “პატრიოტთა ალიანსს”, 4 პროცენტი – “პოლიტიკურ პლატფორმა – ახალ საქართველოს”, ხოლო 3 პროცენტი – “დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს”.

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 65 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 56 პროცენტმა არ იცის, ვის მისცემდა ხმას. მხოლოდ 33 პროცენტმა განაცხადა, რომ ხმას იმავე პარტიას მისცემდა, ვისაც 2016 წელს დაუჭირა მხარი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად