NDI: ლიდერების საქმიანობაში უარყოფითი მაჩვენებლით სალომე ზურაბიშვილი 54%-ით ლიდერობს

NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას ცუდად 54% აფასებს, მისი საქმიანობას კარგად მხოლოდდამხოლოდ 9% აფასებს.

ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე კარგი მაჩვენებლი აქვს დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომლის საქმიანობასაც კარგად 44% აფასებს, საშუალოდ 32%, ხოლო ცუდად 22%.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობას კარგად 21%აფასებს, ცუდად – 34%, ხოლო საშუალოდ ასევე 34%.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმიანობას კარგად 13% აფასებს, საშუალოდ – 30%, ცუდად კი 36%.

ლიდერების საქმიანობაში ბოლო ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა. მის საქმიანობას კარგად 9% აფასებს, საშუალოდ 31%, ხოლო ცუდად 54%.

დეტალურად ლიდერების საქმიანობის შეფასებას გაეცანით მოცემულ სლაიდზე:

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად