NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 9 % – ენმ-ს, 4 % კი “ევროპულ საქართველოს”

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 9 % – ენმ-ს, 4 % კი “ევროპულ საქართველოს”.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 59 % აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 41% არ მიიღებდა.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 39 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 56 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

ასაკობრივ ჭრილში 18-34 წლის ამომრჩევლების 59 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 34 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს. 35-54 წლის ამომრჩევლების 58 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 37%-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 19 % -არც ერთ პარტიას, ენმ – 9% , უარი პასუხზე – 9%, “პატრიოტთა ალიანსი” – 4%, “ევროპული საქართველო” – 4%, სხვა პარტია – 9%. ამავე ამომრჩევლის 29 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად