NDI-ის კვლევა: მოსახლეობის 57%-ს ამ მომენტისთვის არ აქვს გადაწყვეტილი, საპარლამენტო არჩევნებზე ვის შემოხაზავდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს.

19 პროცენტი – მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას”, 9 პროცენტი – ოპოზიციურ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4-4 პროცენტი “ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოქალაქეების 59 პროცენტი წავიდოდა ხმის მისაცემად, თუმცა მოსახლეობის 57 პროცენტს, ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის შემოხაზავდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად