NDI -ის 27 პოლიტიკოსიდან მხოლოდ სამის შემთხვევაში სჭარბობს პოზიტიური შეფასება ნეგატიურს

NDI -ის ამოკითხვისას დასახელებული 27 პოლიტიკოსიდან მხოლოდ სამის შემთხვევაში სჭარბობს პოზიტიური შეფასება ნეგატიურს:

დავით ბაქრაძე 34%→21%
კახა კალაძე 34%→22 %
შალვა ნათელაშვილი 29%→25%

ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში პოზიტიური და ნეგატიური შეფასება ერთნაირია – 20%

NDI-მიერ ჩატარებული წინა გამოკითხვის დროს (2019 წლის აპრილი) კახა კალაძისადმი პოზიტიურ განწყობას აფიქსირებდა რესპონდენტთა 40%, ხოლო ნეგატიურს 18%

დავით ბაქრაძისადმი წინა გამოკითხვის დროს (2018 წლის მარტი) პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა გამოკითხულთ 34%-ს, ხოლო ნეგატიური 18%-ს

შალვა ნათელაშვილისადმი წინა გამოკითხვის დროს (2019 წლის აპრილი) პოზიტიური განწყობა ჰქონდა 28%-ს, ხოლო ნეგატიური – 21%-ს

ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში 2019 წლის აპრილის გამოკითხვის დროს დაფიქსირდა 24%-ის პოზიტიური და 14%-ის ნეგატიური დამოკიდებულება.

NDI-ს 2019 აპრილში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებში 37 პოლიტიკოსიდან 12-ის შემთხვევაში სჭარბოდა პოზიტიური შეფასება, ხოლო 3 შემთხვევაში პოზიტიური და ნეგატიური შეფასება ერთნაირი იყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად