ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოქალაქეების 66 % ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.
ამავე კვლევის მიხედვით, 73% ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხოლო 25% მნიშვნელოვნად. კითხვაზე პასუხი მხოლოდ 2%-ს არ აქვს.
აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო
ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.