NDI: გამოკითხულთა 61%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კითხვაზე "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?" საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 4448 რესპონდენტთა 61%-სთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება, 21%-სთვის კი მიუღებელი.

გამოკითხულ რესპონდენტთა 17%-მა არ იცის სურს თუ არა მას ევროკავშირში გაწევრიანება. გამოკითხულთა 1% კი კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილი დღეს წარუდგინა.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმროში "რუმს ჰოტელ თბილისში" გაიმართა. NDI-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად