NDI: გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, 33% – ცუდად

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, 33%-ს აზრით კი ცუდად.

გამოკითხვაში მონაწილეთა 31% ქართული ოცნების მხარდამჭერია, 14% ოპოზიციის, 54% კი პარტიას არ ასახელებს. ქართული ოცნების მხარდამჭერების 87% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, ოპოზიიის მხარდამჭერთა 61% კი ფიქრობს, რომ ცუდად.

ამავდროულად, გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი უკვე უკან მოვიტოვეთ, 39%-ის აზრით, კი ეს ჯერ კიდევ წინ არის. 6%-ს ჰგონია, რომ კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად