NDI: გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ დეპუტატი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე რას მოელით პარლამენტის წევრისაგან, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 56% მისგან აქტიურობას ელოდება. 48% მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. ამდენივე პროცენტი ფიქრობს, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს.

ამასთან, NDI-ში განმარტავენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ 15% აცხადებდა, რომ მისი მაჟორიტარი დეპუტატი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად