NDI: გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ სამგზავრო ფრენების აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ სამგზავრო ფრენების აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია დაძლევს ამ გამოწვევას.

ამასთან, გამოკითხულთა 34%-ს მიაჩნია, რომ ეს აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე და ტურისტული ინდუსტრია ვერ დაძლევს ამ გამოწვევას, 1% ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა დადებითად აისახება ქართულ ტურიზმზე, 9%-ს კი მიაჩნია, რომ ამ აკრძალვას არ ექნება გავლენა ქართულ ტურიზმზე.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად