NDI: გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღეს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, კითხვაზე "2012 წლის შემდეგ რუსეთის, ევროკავშირის გავლება საქართველოზე გაიზარდა, შემცირდა თუ იგივე დარჩა?" საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 4448 რესპონდენტიდან 44% ამბობს, რომ  რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა. 17% კი ფიქრობს, რომ ევროკავშირის გავლენა გაიზარდა.

გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გავლენა არ შეცვლილა, ხოლო 36%-ის აზრით რუსეთის გავლენაც იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ საქართველოზე ევროკავშირის გავლენა შემცირდა, ხოლო 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენა შემცირდა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილი დღეს წარუდგინა.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმროში "რუმს ჰოტელ თბილისში" გაიმართა. NDI-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად