NDI: გამოკითხულთა 34 %-ს კახა კალაძესა და დავით ბაქრაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ

დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მედიას წარუდგინეს.

კითხვაზე, დადებითი დამოკიდებულება გაქვთ თუ უარყოფითი შედეგები ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ?

გამოკითხულთ 34 % ამბობს, რომ დადებითი დამოკიდებეულება აქვთ თბილისის მერის კახა კალაძისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ.

ხოლო, ჩამოთვლილი ლიდერებს შორის უარყოფითად გამოკითხულთა 49 % პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აფასებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად